www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - ორგანიზაციული მართვა და ეფექტური კომუნიკაცია
მომწოდებელი: ანალიტიკური ცენტრი CRAMMES
თანდართული ფაილი: crammes-reg-form.zip
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

ანალიტიკური ცენტრი "CRAMMES" თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში აცხადებს მონაწილეების მიღებას ტრენინგზე "ორგანიზაციული მართვა და ეფექტური კომუნიკაცია".

ანალიტიკური ცენტრი "CRAMMES" ეწევა კვლევით, ანალიტიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობას საქართველოში. ჩვენი საქმიანობა მოიცავს კონსულტირებას, კვლევას, ანალიზს, ორაგანიზაციის მართვის საკითხებს, მონიტორნიგს, შეფასებას და გადაწყვეტილების მიღების სწავლებას.

ანალიტიკური ცენტრი "CRAMMES" ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავებისას ორიენტირებულებია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე.

ორგანიზაციული მართვა და ეფექტური კომუნიკაციის კურსის მიზანია ტრენინგის მონაწილეებისთვის მენეჯერული ცოდნისა და უნარების განვითარება-გაღრმავება, რაც დაეხმარება მათ მაღალეფექტური გარემოსა და სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში, ჯანსაღი გუნდის შექმნაში, თანამშრომელთათვის მოტივაციის ამაღლებასა და დროულ უკუკავშირში.

ტრენინგის საკითხებს წარმოადგენს:

** კომუნიკაცია
** ორგანიზაციული ქცევა
** ლიდერობა
** ჯგუფები და გუნდები
** ბრაზი, კონფლიქტი და მისი მიზეზები
** ბრაზის მართვა
** კონფლიქტის მართვა
** კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი გზები და მოლაპარაკება
** პროფესიული გადაწვა, მისი პრევენცია და მოტივაცია.

ვისთვისაა ტრენინგი გამიზნული: ზედა და შუა რგოლის მენეჯერებისთვის, სხვადასხვა სახის ორგანიზაციის მმართველი რგოლისთვის და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.

ტრენინგის ფორმატი:

ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 საათი.
ტრენინგის დღეები: პარასკევი, შაბათი და კვირა.
შეხვედრის დრო: 11:00-18:00.
ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი.

კურსებს უძღვებიან ტრენერი-ფსიქოლოგები: ნატალია მჭედლიშვილი და ლოლიტა შენგელია.
რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ბოლო ვადა არის: ზუგდიდისთვის - 9 მარტი, ბათუმისთვის - 30 მარტი, თბილისისთვის - 13 აპრილი.

საბანკო რეკვიზიტები:

სს " თიბისი ბანკი" საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება: შპს ანალიტიკური ცენტრი კრეიმსი
ანგარიშის ნომერი: GE74TB7015936080100004 / GEL

თარიღებიი:

ზუგდიდი - 10, 11, 12 მარტი
ბათუმი - 31 მარტი 1, 2 აპრილი
თბილისი - 14, 15, 16 აპრილი.

გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი და ტრენინგის სახელწოდება.

გთხოვთ, დაკვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: centercrammes@gmail.com და გამოაგზავნეთ შევსებული რეგისტრაციის ფორმა (იხ. დანართი).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru