www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: გოლდენ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 27 მარტი

უძრავი ქონების კომპანია "გოლდენ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, სანაპიროს 8.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები/საათები: ყოველდღე კვირა დღის გარდა 10:00-18:00, შაბათს 15:00 საათამდე.

სამუშაოს მიზანი: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებით დაინტერესებული პირებისთვის პროფესიონალური მომსახურების გაწევა, მომხმარებელთა კმაყოფილება, კომპანიისა და პირადი, როგორც საერთო მიზნების მიღწევისთვის მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების შესახებ დეტალურად შესწავლა, მუდმივი განახლება და ინფორმაციის დახვეწა. უძრავი ქონებისთვის ფოტოების გადაღება, ვებ გვერდზე განთავსება
** დაინტერესებული პირის მოთხოვნების შესაბამისად ბაზაში არსებული უძრავი ქონების რესურსის შეთავაზება დროულად
** დაინტერესებულ პირთათვის ამომწურავი კონსულტაციის გაწევა, როგორც სატელეფონო, ელექტრონული ფოსტით, ისე პირისპირ გასაუბრების გზით
** მსურველთათვის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება
** უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია და შუამდგომლობა
** დაინტერესებულ პირებთან ეფექტური საქმიანი და პიროვნული ურთიერთობის დამყარება.

ძირითადი მოთხოვნებები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია უძრავ ქონებასთან და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის კარგად ცოდნა
** ქართული ენის ძალიან კარგად, რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი
** კომუნიკაციიის უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი
** სიახლისადმი და პროფესიული განვითარებისადმი მზაობა.

კომპანია გთავაზობთ:

** ყველაზე აქტუალურ, თანამედროვე, საინტერესო და პასუხისმგებლიან სამუშაოს
** პროფესიული განვითარებისა და მაღალი ანაზღაურების შესაძლებლობას
** კეთილგანწყობილ თანამშრომლებს და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
** ჩვეული რუტინული ცხოვრების რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობას!

ანაზღაურება: დამოკიდებულია ბროკერის მიერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების რაოდენობასა და ღირებულებაზე - პროცენტული და ასევე ბონუსური ანაზღაურებით.

დამატებითი ინფორმაცია: ბროკერთა შესარჩევი კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად: 1) რეზიუმეების (CV) გადარჩევა მითითებული ძირითადი მოთხოვნების მიხედვით; 2) გასაუბრება.

შეგიძლიათ რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: group_golden@mail.ru



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru