www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაკრედიტების ექსპერტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 1 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" დინამიკურად მზარდი ორგანიზაციაა, რომელმაც თავისი ინოვაციური მეთოდებით და განსხვავებული შეთავაზებებით სწრაფად დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე. ჩვენი გუნდის მიზანია მაღალი ხარისხის სანდო, მოქნილი და ეფექტური მომსახურებით ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ჩვენ ვეძებთ:

ახალგაზრდა, ამბიციურ, შრომისმოყვარე და ენერგიულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და თავის წვლილს შეიტანს კომპანიის განვითარებაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** ინოვაციურ, საინტერესო და აქტიურ სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურების განსხვავებულ და მზარდ პაკეტს;
** კარიერული წინსვლის და თვითრეალიზაციის აქტიურ შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** გუნდს, სადაც ჩვენი თითოეული წევრი დაგეხმარებათ გაიზარდოთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალად თქვენს საქმეში.

ვაკანსიის დასახელება: დაკრედიტების ექსპერტი
ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქცია - მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება;
** სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება;
** სესხის დამუშავება და საკრედიტო კომიტეტზე გატანა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი,
** პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება
** დროის ეფექტური მართვა
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, აქტიურობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე/CV გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru