www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 1 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

შპს "ბი-ემ-ესი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას. კომპანია არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ცნობილი ევროპული ბრენდების. "ბი-ემ-ესი" ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე. კომპანია ცდილობს სრულად უზრუნველყოს თავისი მომხმარებლის მოთხოვნები.

ამჟამად "ბი-ემ-ესი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის ტიპი: სრული შტატი
სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქციები:

** ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი; ბრენდის სასიცოცხლო ციკლის მართვა და განვითარება;
** ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება / განვითარება;
** გაყიდვების ანალიზი;
** გაყიდვების გეგმების შედგენა, მონიტორინგი, სტიმულირება;
** მერჩენდაიზინგის მონიტორინგი
** მარაგების მართვა;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
** ბიუჯეტის შედგენა, მენეჯმენტთან შეთანხმება და მართვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში;
** სასურველია, მინიმუმ 2 წელი ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ფლობა (სასურველია რუსული ენის ფლობა);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
** ყურადღებიანი, მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშობის უნარი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: t.kalandadze@bms.com.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru