www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სიმპოზიუმი - კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში
მომწოდებელი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: sabauni-simposium.zip
გამოქვეყნდა: 3 მარტი / განცხადების ვადა: 3 აპრილი

2017 წლის 6-7-8 ივნისს საბაუნიში (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი) გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი "კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში".

** სიმპოზიუმის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება.
** კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-ისტორიული გასვლითი ღონისძიება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში.
** წაკითხული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.
** სიმპოზიუმის ორგანიზატორია საბაუნი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი) და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური.

მნიშვნელოვანი ვადები:

** 2017 წლის 21 აპრილი _ სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა. რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა.
** 2017 წლის 15 მაისი _ სტატიების ჩაბარების ბოლო ვადა.
** სტატიების ჩაბარება შესაძლებელია ელექტრონულად, მითითებულ ელ. ფოსტაზე ან ამობეჭდილი ვერსია შეგიძლიათ დატოვოთ საბაუნიში კანცელარიაში (ორშაბათიდან პარასკევამდე 09:00-18:00).

თქვენი მოხსენების შერჩევის შემთხვევაში დაგიკავშირდებით საორგანიზაციო კომიტეტიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 5(57) 480984
ელ. ფოსტა: s.gozalishvili@sabauni.edu.ge
მის: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, კ.ქუთათელაძის ქ. №3, თბილისი, 0186.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru