www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: GeoGPS
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

"GeoGPS" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** GPS მოწყობილობების დიაგნოსტიკა/შეკეთება;
** გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
** GPS მოწყობილობების გეგმური და არაგეგმური პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარება;
** ჩატარებულ სამუშაოზე დღიური მოხსენების მომზადება;
** ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სხვადასხვა მარკის სატრანსპორტო საშუალებების ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო მოწყობილობების ზედმიწევნითი ცოდნა. მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** მეტად სასურველია პირადი მსუბუქი ავტომობილის ყოლა.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: 1-2 წლამდე;
** მართვის მოწმობა: B კატეგორია;
** სასურველია ელექტრო ტექნიკის შეკეთების გამოცდილება;
** ელექტროობის და ელექტრონული ტექნიკის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი და გამოცდილება;
** რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ქართული ენის (წერითი, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
** შერჩეული კანდიდატი გაივლის 15 დღიან საგამოცდო ვადას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr.geogps@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru