www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაკრედიტების ექსპერტი - ბათუმი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი" (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას დაკრედიტების ექსპერტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთან გასაუბრება, მისგან მოთხოვნის დაფიქსირება და ორგანიზაციაში არსებული საკრედიტო პროცედურებისა და პროდუქტის აღწერილობის გაცნობა;
** ჯვარედინი გაყიდვები - კომპანიის პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება;
** უზრუნველყოფაში (გირაოში) წარმოდგენილი ქონების შეფასება;
** სესხის რეგისტრაცია/გაცემა;
** სესხების პერიოდული მონიტორინგი;
** ვადაგადაცილების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ან შესატყვის დარგებში;
** სასურველია საფინანსო სფეროში საკრედიტო კუთხით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე/CV გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru