www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი ძვირფასი ლითონების მიმღებთათვის
მომწოდებელი: CSSOP
გამოქვეყნდა: 8 მარტი / განცხადების ვადა: 8 აპრილი

"ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებსა და ნაწარმთან დაკავშირებით საქმიანობაში მონაწილე პირთა უფლებებზე სამოქალაქო ზედამხედველობის საზოგადოება" (CSSOP) აცხადებს ტრენინგს ძვირფასი ლითონების მიმღებთათვის.

სწავლების დროს თქვენ შეისწავლით:

თეორიულ ნაწილში:

** საქართველოში ლომბარდების სისტემას და მასთან დაკავშირებულ მოქმედ კანონმდებლობას;
** ძვირფას ლითონებს (ოქრო, ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი), მათი გამოყენებით დამზადებული ნაკეთობების სინჯთა სისტემებს, სინჯის განსაზღვრის (დადგენის) მეთოდებს და ტექნიკას;
** ნაკეთობებზე სინჯის აღმნიშვნელი დამღების სახეობებს და პერიოდიკას;
** ლომბარდის მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს;
** ეროვნული და უცხოური (ევრო, დოლარი) ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების დამცავ მექანიზმებს და მათთან დაკავშირებულ ოპერაციებს;
** ლომბარდის საფასო სტრატეგიის განსაზღვრას, ფასეულობათა შეფასების კრიტერიუმებს და მეთოდებს;
** კრედიტების გაცემის ორგანიზებას;
** ძვირფასი ლითონების ნაკეთობების დახასიათებას, კლასიფიკაციას, მათი მიღების, შენახვის და გაცემის წესებს;
** სალარო ოპერაციების სამუშაო პროცედურებს და უნარ-ჩვევებს.

პრაქტიკულ ნაწილში:

** ყალბი და ფალსიფიცირებული საიუველირო ნაკეთობების ამოცნობის ტექნიკურ მეთოდებს და საშუალებებს;
** ყალბი ფულადი ბანკნოტების გამოვლენის ტექნიკასა და მათზე რეაგირების წესებს;
** ძვირფასი ლითონების სინჯების დადგენას სასინჯი ქვის, ეტალონური "ნემსების" და რეაქტივების გამოყენებით;
** ხვედრითი წონის მეთოდით სინჯის დადგენის ტექნიკას;
** ძვირფასი ქვების დიაგნოსტიკას და წონის განსაზღვრას;
** ნაკეთობაში შემავალი ქვებისა და საათის კორპუსების წონის გათვლის ტექნიკას.

სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ: კომერციულ ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ლომბარდებში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, სავაჭრო ცენტრებსა და კაზინოებში შემდეგ პოზიციებზე;

** მოლარე;
** ექსპერტ - შემფასებელი;
** ოპერატორი;
** მოლარე - ოპერატორი;
** სავაჭრო დილერი;
** ფასეულობათა მიმღები.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 5 დღე (დღეში 2 საათი), აქედან ერთი დღე პრაქტიკული სწავლება "საზოგადოების" სასინჯ ლაბორატორიაში.
ტრენინგის ღირებულებაა 100 ლარი. იგი მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო მასალებს და სერტიფიკატს.

კურსდამთავრებულებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, აგრეთვე, მსმენლის მოთხოვნით - სარეკომენდაციო წერილი მისი შემდგომში დასაქმების თაობაზე.

ნიშანდობლივია, რომ თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებს და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ნაღდ ფულსა და ძვირფას ლითონებთან მიმართებაში აქვთ რამდენიმე საერთო ნიშანი, კერძოდ:

** უამრავი კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ახორციელებს სალომბარდე საქმიანობას ძვირფასი ლითონების უზრუნველყოფით;
** ყველა კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ახორციელებს ეროვნული და უცხოური ვალუტის კონვერტაციას;
** ყველა ლომბარდი ახორციელებს სესხის გაცემას, როგორც ეროვნულ, აგრეთვე, უცხოურ ვალუტაში ძვირფასი ლითონების უზრუნველყოფით;
** უამრავი ლომბარდი ახორციელებს ეროვნული და უცხოური ვალუტის კონვერტაციას;
** ყველა გადამცვლელი პუნქტი ახორციელებს ეროვნული და უცხოური ვალუტის კონვერტაციას.

ამ საერთო ნიშნებიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული სწავლების დროს ან შემდგომ დამატებით აიღოთ ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის შესახებ მოლარის, ოპერატორის და მოლარე - ოპერატორის სერტიფიკატი.

პროგრამის წამყვანები:

მიხეილ ბეგიაშვილი - 1981 წლიდან 2001 წლამდე სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, ამავე წლებში მან საფუძველი ჩაუყარა ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სწავლების კურსებს; 2005 წლიდან დააარსა (აიპ) "ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებსა და ნაწარმთან დაკავშირებით საქმიანობაში მონაწილე პირთა უფლებებზე სამოქალაქო ზედამხედველობის საზოგადოება", რომელშიც გაერთიანებულნი არიან ძვირფას ლითონებსა და ძვირფას ქვებთან დაკავშირებით ბიზნეს სფეროებში მონაწილე სუბიექტები; აქვე ფუნქციონირებს "სასინჯი სამსახური", რომელიც აწარმოებს ლაბორატორიულ პირობებში ძვირფასი ლითონების სინჯის დადგენას და მათ დადამღვას შესაბამისი სინჯის აღმნიშვნელი დამღით.

მიხეილ ბეგიაშვილთან ერთად ტრენინგს უძღვებიან ფულადი ნიშნებისა და ძვირფასი ლითონების მაღალკვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც თავის დროზე აღნიშნულ პოზიციებზე მუშაობდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკში, გავლილი აქვთ სწავლება და სტაჟირება ჩეხეთის და საფრანგეთის ცენტრალურ ბანკებში, ფულის მბეჭდავ კომპანიებში "შარლ - ობერტური" და ნშდ, პარიზის ზარაფხანაში და ა.შ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 2 519386, 2 356554, 599 561793
ელ.ფოსტა: begiashvili@cssop.org
ვებ გვერდი: http://www.cssop.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru