www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღია კარის დღე ISET-ში
მომწოდებელი: ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 9 აპრილი

ძვირფასო აბიტურიენტებო, სტუდენტებო და მშობლებო!

2017 წლის 17 და 31 მარტს, 18:00 საათზე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) უმასპინძლებს ღია კარის დღეს ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ.

თუ გაინტერესებთ ეკონომიკა და გსურთ, საერთაშორისო დონის განათლება მიიღოთ საქართველოში, მაშინ მობრძანდით ISET-ში და გაიცანით ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორები, თანამშრომლები და ნახეთ ის გარემო, სადაც მომავალმა სტუდენტებმა უნდა გაატარონ დრო სწავლის პერიოდში.

ISET-ის თანამშრომლები გაგაცნობენ შენობას, ბიბლიოთეკას, საკლასო და დასასვენებელ ოთახებს, პროფესორები მოგიყვებიან კურსებზე, ლექციებსა და საინტერესო აქტივობებზე, რომლებიც მრავლად იქნება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები კი მოგიყვებიან საკუთარ პირველ ნაბიჯებსა და გამოცდილებაზე, რაც დაგეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.

გელით ყველას!

მის.: საქართველო, 0105 თბილისი, ზანდუკელის ქ. 16, ISET, I სართული, საკონფერენციო დარბაზი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru