www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 9 აპრილი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტერის თანამდებობაზე.

"IOTA" აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული საქმიანობის წარმოება
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი
** სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი
** ფულადი ოპერაციების წარმოება და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშებში დროული ასახვა
** ხელფასების, მივლინებების და მასთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების კონტროლი
** ძირითადი აქტივების აღრიცხვის, კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკასთან შესაბამისობის კონტროლი
** გადახდების წარმოება, საგადასახადო დავალებების შეტანა საბანკო სისტემაში და მათი შემდგომი დამუშავება
** შემოსული ინვოისების დამუშავება და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა
** შიდა წესებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად უწყისის დახურვამდე ანგარიშების და ფიქსირებული აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადება
** ყოველთვიური და კვარტალური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისთვის (საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად)
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით
** ბუღალტერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასტუმრო/რესტორნების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** მნიშვნელოვანია საბუღალტრო პროგრამა "Fina" -ში მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების - (IFRS) ცოდნა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. 10.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი , თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iota.hr@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("უმცროსი ბუღალტერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამწუხაროდ, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ ხსენებულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru