www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პერსონალური ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმის ასისტირება დაზღვეული პაციენტის გასინჯვისა და დანიშნულების მიცემის, მისი სამედიცინო ისტორიის შექმნის დროს;
** შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობა საგარანტიო წერილის, ისტორიის და სხვა შექმნის მიზნით
** პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ აღნიშნულ პოზიციაზე ან სხვა პოზიციაზე მომსახურების/ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** Windows პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ოჯახის ექიმის ასისტენტი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი 2017 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სადაზღვევო კომპანია იმედი L - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" -ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru