www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სუპერვაიზერი - აჭარა
მომწოდებელი: ნიკორა 7
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია "ნიკორა" უკვე თვრამეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქციის წარმოების ბაზარზე.

კომპანია "ნიკორა" არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა - შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი და უწყვეტი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.

კომპანია "ნიკორა 7" აცხადებს ვაკანსიას, შემდეგი თანამდებობის დასაკავებლად: სუპერვაიზერი აჭარის რეგიონში.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** გარე ქსელში პროდუქციის გაყიდვების უზრუნველყოფა;
** ახალი ობიექტების მოძიება და პროდუქციის გაცნობა;
** ქსელში არსებული კომპანიის სამაცივრე მეურნეობის და მათი სწორად განთავსების შემოწმება;
** პრისეილერებისა და დისტრიბუტორების შემოწმება და კონტროლი;
** ქსელში არსებული ვალების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის განხრით;
** დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** არითმეტიკული ოპერირების უნარი;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელობა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2017 წლის 1 აპრილამდე გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 595 381 218.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ტესტირება;
3. გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru