www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რუსულენოვანი ტურისტული გიდი - გრემი
მომწოდებელი: საქველმოქმედო კავშირი თემი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

საქველმოქმედო კავშირის "თემი" მართული თემი სოფელ გრემში (www.temi-community.org) საქმიანობს 1991 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია საცხოვრებელი, სარეაბილიტაციო, დასასვენებელი, ეკოლოგიური პირობების კომპლექსური გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების შექმნა სამეურვეოთა შემდეგი ჯგუფებისთვის: ობლები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, ფიზიკურად და გონებრივად შესაძლებლობა შეზღუდულნი, ღარიბნი, უსახლკარონი, იზოლირებულნი და მარტოხელები, გარიყულნი, მარტოხელა დედები, დევნილები, ლტოლვილები, უმუშევრები, ადამიანის უფლებების განხორციელების საშუალებას მოკლებული ახალგაზრდები და ბავშვები, მოხუცებულნი და სხვანი.

მიზნის განსახორცელებლად თემში მოქმედებს რამდენიმე სოციალური საწარმო, მათ შორის - ტურისტული კომპლექსი მარნითა და ღვინის ტურებით. "თემი" ეძებს შესაბამისი უნარების მქონე ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს, რუსულენოვანი ტურისტული გიდის პოზიციაზე სამუშაოდ, თემში რუსულენოვანი ტურისტული ჯგუფების დასახვედრად, თემის ინფო-ტურების/ღვინის ტურების/დეგუსტაციების ჩასატარებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული ენის ფლობა სრულყოფილ სალაპარაკო დონეზე
** ორგანიზებულობა
** გამართული მეტყველება
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** სასურველია იყოს არამწეველი.

საკვალიფიკაციო პრიორიტეტები:

** ფიზიკური გამძლეობა, დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გაყიდვების უნარი
** ღვინის სფეროში ცოდნა და გამოცდილება სასურველია.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zura@temi-community.org და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru