www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გიდი - ბათუმი
მომწოდებელი: Voyager
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 30 მარტი

ტურისტული კომპანია "Voyager" - ავიაკომპანიის flydubai გენერალური დისტრიბუტორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გიდის თანამდებობაზე აჭარაში (ბათუმში) სამუშაოდ.

პასუხისმგებელია: შიდა შემომყვანი ტურების მენეჯერთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი 18 წლიდან 45 წლამდე.
** ინგლისურის ცოდნა. არაბული და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, დროის მართვის უნარი, ორგანიზებულობა.
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა.
** მომხმარებლების მომსახურების უნარ- ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა)

ძირითადი მოვალეობები:

** გიდობა გაუწიოს ბათუმსა და აჭარაში მოწვეულ ტურისტებს,
** ტურისტებთან ერთად იმოგზაუროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
** დაათვალიერებინოს ბათუმში ისტორიული ღირშესანიშნაობები.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbound@voyager.ge 2017 წლის 30 მარტამდე. სათაურში მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა. მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

ეს სამუშაო აღწერილობა არ არის ამომწურავი სია იმ სამუშაოსი, რომლის შესრულებაც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაევალოთ თანამშრომლებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru