www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერტიფიცირებული ექიმების გადამზადება - საოჯახო მედიცინა
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს მიღებას სერტიფიცირებული ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების სასწავლო პროგრამაში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 74 კლინიკითაა წარმოდგენილი

ინფორმაცია პროგრამის შესახებ:

სერტიფიცირებული ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების სასწავლო პროგრამა
პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ მხატვარი
სწავლების ლოკაცია: თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, თელავი
აკრედიტირებული დაწესებულება: "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" - თბილისის ამბულატორიული ცენტრი
აფილირებული დაწესებულებები: ბათუმის რეფერალური საავადმყოფო, ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო, ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქ. ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, თელავის სამედიცინო ცენტრი, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი
ადგილების რაოდენობა: 60
პროგრამის ხანგრძლივობა: 940 საათი (6 - 8 თვე)

სწავლა განხორციელდება სამუშაო საათების შემდეგ.

კანდიდატების დასაქმება განიხილება შემდეგ ქალაქებში:

1. თბილისი
2. ბათუმი
3. ქობულეთი
4. ქუთაისი
5. თელავი

კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პირები შემდეგ სპეციალობებში :


** შინაგანი მედიცინა
** ალერგოლოგია-იმუნოლოგია
** კარდიოლოგია
** გასტროენტეროლოგია
** ენდოკრინოლოგია
** ინფექციური სნეულებები
** ფიზიატრია-პულმონოლოგია
** ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა
** ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
** რევმატოლოგია
** ნეფროლოგია
** კურორტოლოგია
** დერმატოვენეროლოგია
** ნევროლოგია
** პედიატრია
** ნეონატოლოგია
** ბავშვთა ნევროლოგია
** ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგი
** ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია
** ბავშვთა გასტროენტეროლოგია
** ბავშვთა ენდოკრინოლოგია
** ბავშვთა ინფექციონისტი
** ბავშვთა ნეფროლოგია
** ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია
** ბავშთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
** ბავშვთა გადაუდებელი დახმარება
** ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
** ბავშვთა ქირურგია
** ზოგადი ქირურგია
** პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
** სისხლძარღვთა ქირურგია
** პროქტოლოგია
** მეანობა-გინეკოლოგია
** რეპროდუქტოლოგია
** კარდიოქირურგია
** ნეიროქირურგია
** უროლოგია
** ოტორინოლარინგოლოგია
** ოფთალმოლოგია
** ორთოპედია/ტრავმატოლოგია
** გადაუდებელი მედიცინა
** კლინიკური ტოქსიკოლოგია
** კლინიკური ონკოლოგია
** ზოგადი პროფილის ექიმი - მკურნალი
** ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი
** ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმი

კონკურსში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კანდიდატი სავალდებულოა იყოს სერტიფიცირებული ექიმი ზემოთ მითითებული სპეციალობებიდან ერთ-ერთში;
** კანდიდატს სავალდებულოა გააჩნდეს მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებას სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში, გარდა სპეციალობებისა - ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი, ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი, ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმი (აღნიშნულ სპეციალობებში 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება)

სპეციალური პირობები

** კურსის ჯამური ღირებულება: 2200 ლარი;
** განიხილება ღირებულების ანაზღაურება სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მიერ;
** საექიმო სპეციალობაში "საოჯახო მედიცინა" სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემთხვევაში კანდიდატს მიენიჭება პრიორიტეტი, რომ დასაქმდეს სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ქსელში.

წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
** სახელმწიფო სერთიფიკატი;
** სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში საექიმო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ავტობიოგრაფია/CV;
** პირადობის მოწმობის ასლი.

ზემოთ აღნიშნული წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის გამოსაგზავნად გადადით ლინკზე: https://evex.ge/ge/career/diplomisshemdgomi-mzadeba/sertificirebuli-eqimebis-gadamzadeba/sertificirebuli-eqimebis-odjaxis-eqimad-gadamzadebis-saswavlo-programa1.page

დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 აპრილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru