www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ემტექნიკსი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ (ფარსადანის 7).
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
სამუშაო გამოცდილება: 1 წელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შოურუმში შემოსულ კლიენტებთან პირველადი გასაუბრება - კონსულტაციის გაწევა;
** საქონლის თვისებების და მახასიათებლების ცოდნა;
** კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის განსაზღვრული სიმძლავრის კონდიციონერის შეთავაზება;
** კონდიციონერის მოდელებისა და მახასიათებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
** მყიდველის მონაცემების ჩანიშვნა და სარეალიზაციო საქონლის შესახებ ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი პირებისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტის კომპეტენტურ პირებთან გადამისამართება.
** სატელეფონო ზარზე პასუხი და მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ფასისა და მახასიათებლების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (ან პროფესიული) განათლება;
** სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გათბობა-გაგრილების სფეროში (თეთრი ტექნიკის) გაყიდვების გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პროდუქციის გაყიდვის უნარი; ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა
** დროის ეფექტური მართვა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.
** აზრის ცხადად და გამართულად გამოხატვის უნარი;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

სქესი: მამრობითი

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30
შაბათი: 10:00-15:30

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@midea.ge 2017 წლის 10 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru