www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თურქულენოვანი კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

კომპანია "გორგია" დაარსდა 1998 წელს და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. 2017 წლის ბოლომდე იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.

თბილისის ფილიალში ცხადდება ვაკანსია თურქულენოვანი კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

დაეხმაროს კატეგორიის მენეჯერს შემდეგი საქმიანობების წარმოებაში:

** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა - ახალი ბრენდების მოძიება;
** პოტენციური მომწოდებლის მოძიება;
** შესყიდვების უზრუნველყოფა - მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** პროდუქციის შესახებ სტანდარტების და გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
** Excel-ში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და თურქული ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru