www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: airports-app.zip
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მთავარი იურისტი.

ვაკანსიის რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება
სამუშაო გრაფიკი სრული

ფუნქციები:

** კომპანიის საქმიანობის იურიდიული მხარის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ყოველწლიური ბიზნეს-გეგმის და შესყიდვების გეგმის შემუშავების მიზნით, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული თუ სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გაწეული, მოსალოდნელი და საჭირო ხარჯების ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის, მოთხოვნების და რეკომენდაციების მიწოდება შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერისათვის;
** კომპანიის ინტერესების დასაცავად ანდა კომპანიის სახელით საწარმოებელი სასამართლო, საარბიტრაჟო და სააღსრულებო საქმეების, ადმინისტრაციული დავების, მედიაციის, ადმინისტრაციულ, სანოტარო თუ სამართალდამცავ ორგანოებში საქმეების ეფექტურად წარმოების ორგანიზება და საჭიროებისამებრ უშუალოდ მონაწილეობა, ამ პროცესში კომპანიის სხვა საჭირო ერთეულების კოორდინაციის უზრუნველყოფა, საქმეების წარმოების სისტემატური მონიტორინგისა და დოკუმენტაციის და ინფორმაციის ორგანიზებულად და სისტემატიზებულად შენახვის უზრუნველყოფა, სასამართლო დავების თუ სხვა სამართლებრივი პროცედურების შედეგად მოგებული ანდა გადასახდელი თანხების თუ სხვა მატერიალური შედეგების, მათი სამართლებრივი ბუნების შესახებ ხელმძღვანელობის, ბუღალტერიის, ფინანსური სამსახურის სისტემატური ინფორმირება;
** კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან და სახელმწიფო სტრუქტურებში, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
** კომპანიის მნიშვნელოვანი სასამართლო და ადმინისტრაციული დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, საჩივრები, სხვა დოკუმენტები, რომელთა შინაარსმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კომპანიის მოთხოვნის უფლებაზე ანდა მოთხოვნისა თუ ვალდებულების მოცულობაზე, კომპანიის სამართლებრივ მდგომარეობაზე) რევიზია და ვიზირება;
** პრობლემური დებიტორული დავალიანებების ამოღებაზე მუშაობის მონიტორინგი და მისი ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხელშეკრულებების სტანდარტულინ იმუშების ანალიზის და სათანადო რეკომენდაციების მომზადების ორგანიზება და შესაბამისი სამსახურებისათვის სათანადო მითითებების და რეკომენდაციების მიცემა;
** მნიშვნელოვანი, არასტანდარტული ან რთული შინაარსის ხელშეკრულებებისა თუ კომპანიის სახელით გასაფორმებელი სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავების, არსებული პროექტების ანალიზის, მოლაპარაკებების პროცესებში იურიდიული სამსახურის ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ უშუალო მონაწილეობა;
** იურიდიული სამსახურის მიერ კომპანიის ბრძანებების, შიდანორმატიული დოკუმენტების, მინდობილობების, იურიდიული შინაარსის დოკუმენტების სტანდარტული ნიმუშების და მისთ. მომზადებისა თუ რევიზიის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობაში წამოჭრილ პრობლემურ სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადების ორგანიზება(საჭიროებისამებრ მათი უშუალოდ მომზადება) და კომპანიის ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის და სარეგისტრაციო მონაცემების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი და კანონმდებლობის ცვლილებიდან ან სხვა გარემოებიდან გამომდინარე საჭიროების დადგომისას, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში თუ სარეგისტრაციო მონაცემებში სათანადო ცვლილებების განხორციელების ორგანიზება;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის და სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებისათვის საჭირო სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების შედგენა, სხვა ტიპის დოკუმენტების დროულად და სრულად შედგენის კოორდინაცია;
** კომპანიის მიერ იურიდიული პირების დაფუძნების დროს ამ პროცესის სამართლებრივი და საორგანიზაციო მხარის სრულყოფილად და ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა, სხვა იურიდიულ პირებში კომპანიის წილების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა;
** სამეთვალყურეო საბჭოსთან და პარტნიორთა კრებასთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა: საბჭოზე და პარტნიორთა კრებაზე გასატანი საკითხების, საბჭოს და კრების მოწვევის პროცედურების, საბჭოს და კრების ოქმების პროექტების მომზადება, რევიზია სამართლებრივად და დოკუმენტის ნორმატიული ტექნიკის გამართულობის კუთხით და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი;
** კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან პერიოდული კონსულტაცია მათი საქმიანობის ფარგლებში სათანადო ლიცენზიისა თუ ნებართვის საჭიროების გამოვლენის მიზნით და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში (ან სხვა სამსახურებისგან მომართვის საფუძველზე) შესაბამისი ლიცენზიისა თუ ნებართვის მოპოვების პროცესის ორგანიზება (მათ შორის კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის სათანადო მითითებების მიცემა) და ლიცენზიის/ნებართვის მოპოვება;
** კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი მონაწილეობისას;
** სამსახურის და ზოგადად კომპანიის საქმიანობაში სამართლებრივი ხასიათის რისკების მოძიება, კვლევა, კომპანიის პრაქტიკის განზოგადება და ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელობისათვის სამომავლოდ რისკების წარმოშობის ანდა რეალიზაციის პრევენციის მიზნით, ასევე შესაბამისი დავალების შემთხვევაში ამ რისკების აღმოფხვრის ღონისძიებათა ორგანიზება;
** იურიდიული სამსახურის კომპეტენციასთან და კომპანიის სამართლებრივ-პროცედურულ საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოსა და სახელმწიფო ორგანოებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მუდმივი განახლება;
** სამსახურის ან უშუალოდ საკუთარი კომპეტენციის განსახორციელებლად საჭირო უფლებამოსილების არარსებობისას ან არასაკმარისობისას ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება საჭირო ღონისძიებების შესახებ და მათი განხორციელების ორგანიზება;
** სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე დოკუმენტებისა თუ ინფორმაციის ბუღალტერიისათვის, ფინანსური თუ სხვა დაინტერესებული სამსახურისათვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული კოლეგიური სამუშაო ერთეულების წევრობა და მათი საქმიანობის სამართლებრივი ნაწილის წარმართვა, კოლეგიური ერთეულის დოკუმენტების შემოწმება სამართლებრივად და დოკუმენტის ნორმატიული ტექნიკის გამართულობის კუთხით;
** სამსახურის სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული შიდარეგულაციების, დებულებების, სახელმძღვანელოების, პროცედურების და ინსტრუქციების, საჭიროებების განსაზღვრა, მომზადება, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და დამტკიცების შემთხვევაში მათი დანერგვა;
** ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება ანდა კომპანიის ამა თუ იმ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება სამართლებრივ ჭრილში.
** სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების, დებულებების, სახელმძღვანელოების, პროცედურების და ინსტრუქციების, საჭიროებების განსაზღვრა, მომზადება, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და დამტკიცების შემთხვევაში მათი დანერგვა;
** იურიდიული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართვის და საჭიროებისამებრ განახლების ან შევსების უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციუალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** იურიდიულ სამსახურში შემოსულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება და მათი სათანადო დავალებებით დაყვანა შემსრულებლებამდე;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** იურიდიული სამსახურის წარმომადგენლობა, იურიდიული სამსახურის კოორდინაცია კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, იურიდიული სამსახურის იმ სამუშაო პროცესების განსაკუთრებული მონიტორინგი, რომლებიც გულისხმობს იურიდიული სამსახურის თანამშრომელთა ურთიერთქმედებას კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
** მოსამზადებელი დოკუმენტების შეთანხმება კანონმდებლობით, კომპანიის აქტებით ან ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრულ საჭირო სუბიექტებთან;
** იურიდიული სამსახურის სამუშაო პროცესების დაგეგმვა, იმპლემენტაცია, კოორდინირება, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის, დისციპლინისა და შრომითი უსაფრთხოების მუდმივი ზედამხედველობა და მიღწევებისა თუ ხარვეზების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმირება, საჭიროებისამებრ შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება კომპანიის ხელმძღვანელობის წინაშე;
** იურიდიული სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
** მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა, ასევე შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** იურიდიული სამსახურის სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
** ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და მათი დანერგვა იურიდიული სამსახურის პერსპექტიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით;
** იურიდიული სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობები

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** პროფესიით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში;
** ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის წარმოების გამოცდილება;
** სასამართლოში საქმის წარმოების გამოცდილება;
** სახელმწიფოს 50% და მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);
** სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების, და სამუშაოს დელეგირების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობებისა დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი;

ტექნიკური უნარჩვევები:

1. კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook
** Codex

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru