www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA Hotels" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის თანამდებობაზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნების ყველა დანაყოფის, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა - დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა
** თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და/ან მათი ინსრუქტაჟი აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** მომსახურების ხარისხის კონტროლი კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** მარაგების კონტროლი
** შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი
** რესტორნის შინაგანაწესით დადგენილი მომსახურების სტანდარტების რეგულარული გაცნობა/განხორციელება
** დროული რეაგირება ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში და სათანადო განყოფილებებისასთვის ახალი ინფორმაციის მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** კვების ობიექტების მართვის სისტემისათვის საჭირო, ყველა ფუნქციის ცოდნა
** რესტორნის ოპერირების სქემის, ბუფეტის ტიპის კვებისა და ინდივიდუალური შეკვეთების მომსახურების წესების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. 10
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iota.hr@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("რესტორნის მენეჯერი") , რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru