www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: BePro
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"BePro" აცხადებს ტრენინგ კურსს:

ტრენინგი მარკეტინგის მენეჯერი

ტრენინგი განკუთვნილია:

** მარკეტინგის მიმართულებით (მარკეტინგის მენეჯერი ან უმცროსი მენეჯერი) დასაქმების მსურველთათვის
** მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიებში მომუშავე მარკეტინგის მენეჯერებისთვის და/ან უმცროსი მენეჯერებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით
** მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელთათვის რომლებიც ჩართულნი არიან მარკეტინგულ აქტივობებში
** საკითხით დაინტერესებულ პირთათვის

ტრენინგის შინაარსი:

** რა არის მარკეტინგი?
** მარკეტინგის თანამშრომლის ძირითადი დანიშნულება და ფუნქციები;
** ძირითადი ფუნქციების ეფექტურად შესრულების გზები - ინოვაციური ტექნიკები მარკეტინგში;
** მონაცემების შეგროვება და ანალიზი; მომხმარებელთა ქცევა;
** კომუნიკაცია, როგორც მარკეტინგის ძირითადი ფუნქცია;
** როგორ და რატომ უნდა შეიცვალოს ქმედებები გარემო ცვლილებების შესაბამისად;
** სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა მარკეტინგში;
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის შეფასება

ტრენინგზე გამომუშავებული უნარები:

** საკუთარი ფუნქციების დეტალური გააზრება და თითოეული ფუნქციის შესრულებისთვის აუცილებელი ქმედებების/უნარების ჩამოყალიბება
** გარემოს ზედაპირული ანალიზი და მარკეტინგული ქმედებების გარემო ცვლილების მიხედვით შეცვლა
** მონაცემთა აუცილებლობის დასაბუთება და მონაცემთა მოგროვების/ანალიზის გზების იდენტიფიცირება კონკრეტული საჭიროების მიხედვით; მარკეტინგული კვლების ეტაპების აღწერა;
** ტექნიკური მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მაქსიმალურად ეფექტური აღსრულება კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად.
** ეფექტური კომუნიკაციის წარმოების მნიშვნელოვნების დასაბუთება და კონკრეტული უნარების იდენტიფიკაცია კომუნიკაციის სხვადასხვა სახისთვის.
** სოციალური პასუხისმგებლობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რისკები, საჭიროება; ეთიკა ქართულ და დასავლურ რეალობაში;

ტრენინგის ფორმატი:

ტრენინგის ხანგძლივობა - 16 საათი
შეხვედრის დღეები - ორშაბათი, პარასკევი
შეხვედრის რაოდენობა - 8
შეხვედრის დრო - 19:00-21:00 საათების პერიოდში

ტრენინგზე მოხვედრისთვის საჭიროა:

CV-ს გამოგზავნა - ელექტრონული რეგისტრაციით http://registration.bepro.com.ge/, Facebook-ის https://www.facebook.com/bepro.com.ge/?ref=aymt_homepage_panel , მეილის მეშვეობით registration@bepro.com.ge ან მატერიალური ფორმით წარმოდგენა. IQ ტესტის ზღვრული მინიმუმის გადალახვა.

საფასური:

I კალათა - 450 ლარი
II კალათა - 550 ლარი

კალათებში გადანაწილების წესი - ჯგუფში მოხვედრილი ადამიანების მთელი რაოდენობის პირველი ნახევარი, CV-ის წარმოდგენის დროის მიხედვით ხვდება I კალათაში, ხოლო დანარჩენი II კალათაში.

გადახდის ფორმა:

** წინასწარ სრულად გადახდა
** განვადებით (მაქსიმუმ 1 წლიანი უპროცენტო საბანკო განვადება, ბანკის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წლიური 24%-იანი განვადებით)
** იურიდიულ პირებზე ვრცელდება მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განვადების პროექტი.

ტრენერი:

ნინო კუპრაშვილი - მარკეტინგის პროფესიონალი, მაგისტრი, როგორც საკონსულტაციო საქმიანობის, ასევე პრაქტიკული მარკეტინგის მართვის 12 წლიანი გამოცდილებით; ESM თბილისის მარკეტინგის, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციებისა და მარკეტინგული კვლევის ლექტორი 7 წლის განმავლობაში; მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის 10 წლიანი გამოცდილება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru