www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA Hotels" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევასა და სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნების შესწავლაში მონაწილეობის მიღება
** კონკურენტების PR და სარეკლამო აქტივობების მონიტორინგი, ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის და მისი მითითებების შესაბამისად დროული რეაგირება
** მარკეტინგული გეგმის, ბიუჯეტის, აქტივობების მომზადება-განხორციელებასა და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა
** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და გამყარებაზე ზრუნვა, პოზიციონირება და არსებული სერვისების სწორი კომუნიკაცია
** სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე
** წინადადებების შემუშავება, საზოგადეობასთან ურთიერთობის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
** ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების შესახებ მენეჯმენტისთვის იდეების მიწოდება /განხორციელება
** მიზნობრივ ბაზარზე აქტივობების განხორციელება
** ყველა სახის სარეკლამო (სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტ, გარე რეკლამა და ა.შ) მარკეტინგული აქტივობებისთვის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
** განსაზღვრული მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა
** საინფორმაციო სააგენტოებთან და მასობრივი მედიის საშუალებებთან თანამშრომლობა
** პრეზენტაციების, პრეს-რელიზის, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** საპრომოციო მასალების შექმნაში მონაწილეობის მიღება
** მარკეტინგის განყოფილების მასალების დაარქივება და არქივის მართვა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** აუცილებელია 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
** მნიშვნელოვანია გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** ნოვატორულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დარწმუნების უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის 10
** სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი , თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iota.hr@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მარკეტინგის მენეჯერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამწუხაროდ,თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ ხსენებულ მისამართზე.

"IOTA Hotels" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru