www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA Hotels" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზარზე არსებული კონკურენტების პროდუქციის/მომსახურების შესწავლა და ანალიზი
** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
** გაყიდვების სისტემის განვითარება, გაყიდვების არხების მოძიება
** სასტუმრო/რესტორნების კომპლექსის პოზიციონირება ბაზარზე
** მომსახურების გაცნობის მიზნით, პოტენციური პარტნიორებისათვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა/გაცნობა
** მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ
** ახალი საქმიანი პარტნიორების, პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა/ანალიზი
** არსებულ პარტნიორებთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მოთხოვნების დაზუსტება/შესწავლა/ანალიზი და სათანადო რეაგირება
** ტურისტულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება
** საჭიროების შემთხვევაში სტუმართან კომუნიკაციის წარმოება
** ბაზრის სიახლეების/ახალი ტენდენციების მუდმივი თვალყურის დევნა/გამოვლენა
** სასტუმრო/რესტორნის და ტურისტული სექტორის გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის შიდა ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი
** კომპანიისთვის საინტერესო ტენდერებში მონაწილეობის მიღება და მისაღებად საბუთების შეგროვება
** სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
** ჩატარებული ღონისძიებების შედეგების სტატისტიკა/ანალიტიკა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირება/მართვის მიმართულებით
** აუცილებელია, ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა ან/და რესტორნებში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის, დახვეწილი მეტყველების და წერის უნარები
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად)
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** ნოვატორულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დარწმუნების უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის 10
** სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი , თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iota.hr@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("გაყიდვების მენეჯერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამწუხაროდ, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ ხსენებულ მისამართზე.

"IOTA Hotels" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru