www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური და რუსული ენის სხვადასხვა კურსი
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"VIP Intellect Group" გთავაზობთ ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო, ბიზნეს და სპეციალიზებულ კურსებს.

გთავაზობთ აგრეთვე კორპორატიული ტრენინგების ჩატარებას თქვენი კადრებისთვის! კომპანიის წარმომადგენლებს ვამზადებთ როგორც ჩვენს ოფისში, ასევე 5 და მეტი მსმენელის შემთხევაში პედაგოგი გეწვევათ ადგილზე.

ჩვენი ტრენერები არიან გამოცდილი, მაღალი დონის სპეციალისტები! ლექციები მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

1. General English

FIVE LEVELS - ხუთი საფეხური:

** Elementary
** Pre- Intermediate
** Intermediate
** Upper-intermediate
** Advanced

სახელმძღანელოები - New English File, Cutting Edge, Speak Out, English Vocabulary in Use, Grammar practice (Elian Walker Steve Ellsworth), Intermediate Grammar Practice (Michael Vince). Additional resources- CNN books (four volumes-ოთხტომეული), Penguin readers (for all levels-ყველა დონეზე).

2. Communicational English - სასაუბრო ინგლისური:

** საგაზეთო სტატიების გარჩევა: HL Herald Tribune Economics, topics for discussion - სხვადასხვა სასაუბრო თემები.
** ELS (English as a Second Language) Reading: თემატური ლექსიკონის წარმოება, პირდაპირი მეთოდით (Direct Method) სწავლება, რომელიც გულისხმობს ენის შესწავლას მხოლოდ ინგლისურად საუბრით (გაკვეთილის მსვლელობისას არ უნდა ითქვას არც ერთი სიტყვა მშობლიურ ენაზე).

3. Essay writing - აკადემიური წერა (ესეები):

TOEFL ESSAYS: Stephen Bailey - Academic Writing a Handbook for International Students:

1. Basic Method
2. the Writing Process.

კურსის შინაარსი:

თითქმის ყველა ჟანრის აკადემიური ნაშრომი არგუმენტირებას მოითხოვს, ვინაიდან ნებისმიერი ნაწარმოების მიზანია მკითხველის დარწმუნება, რომ რასაც ავტორი ამბობს, საინტერესო და მნიშვნელოვანია. ეს კი მოითხოვს სათანადო სტრატეგიების შემუშავებას, რათა ავტორმა ეფექტურად გადმოსცეს თავისი მოსაზრებები და გაითვალისწინოს მკითხველის შეხედულებები და მოლოდინები. არგუმენტირების უნარი ეხმარება ადამიანს იდეების განვითარებასა და ორგანიზებაში, შეხედულებების დამაჯერებლობის შეფასებაში, ლოგიკური თანმიმდევრულობის დაცვასა და სათქმელის ნათლად და ეფექტურად წარმოდგენაში - ყველა ეს უნარი ძალიან ღირებულია აკადემიური წერის ნებისმიერი ჟანრისათვის.

სწავლის ხანგრძლივობა თვეში - 12 ლექცია 1 სთ 30 წთ - კვირაში 3-ჯერ.

ღირებულება თვეში: მცირერიცხოვან ჯგუფებში:

** 100 ლარი - Elementary
** 110 ლარი - Pre-Intermediate
** 120 ლარი - Intermediate
** 130 ლარი - Upper-Intermediate
** 140 ლარი - Advanced

ინდივიდუალურად: ღირებულება 200 ლარი თვეში, კვირაში 2-ჯერ - თვეში -8-1სთ-იანი ლექცია
ინდივიდუალურად: ღირებულება 240 ლარი თვეში, კვირაში 3-ჯერ - თვეში -12-1სთ-იანი ლექცია
სასწავლო მასალებად გამოიყენება, როგორც სკოლის სახელმძღვანელოები, ასევე დონეების მიხედვით თანამედროვე საერთაშორისო დონის საკომუნიკაციო წიგნები, მოსმენები და სავარჯიშოები.

4. Business English - ბიზნეს ინგლისური:

ინგლისურის შემსწავლელთა რიცხვი სწრაფად იზრდება და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბევრს აქვს სურვილი გააფართოვოს თავისი ბიზნესი და დაამყაროს უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობა . ამ მიზნით VIP Intellect Group გთავაზობთ ბიზნეს ინგლისურის კურსს, რათა შესძლოთ ურთიერთობა დღესდღეობით არსებულ მრავალ საერთაშორისო კომპანიებთან.

** NEW MARKET LEADER - 5 დონე
** ELEMENTARY
** PRE-INTERMEDIATE
** INTERMEDIATE
** UPPER -INTERMEDIATE
** ADVANCED

სწავლის ხანგრძლივობა: 12 ლექცია თვეში −კვირაში სამჯერ.
სწავლის საფასური: ინდივიდუალურად − 300 ლარი, სწავლის ხანგრძლივობა 1სთ. 30წთ.

სწავლის საფასური მცირერიცხოვან ჯგუფებში:

** Elementary - 180 ლარი, სწავლის ხანგრძლივობა 1სთ. 30წთ.
** PRE-Intermediate - 190 ლარი, სწავლის ხანგრძლივობა 1სთ. 30წთ.
** Intermediate - 200 ლარი, სწავლის ხანგრძლივობა 1სთ. 30წთ.
** Upper - Intermediate - 210 ლარი, სწავლის ხანგრძლივობა 1სთ. 30წთ.
** Advanced - 220 ლარი, სწავლის ხანგრძლივობა 1სთ. 30წთ.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შესძლებთ ბიზნესთან დაკავშირებული მასალების წაკითხვას და პასუხის გაცემას ან ბიზნეს-პარტნიორთან ურთიერთობას, მოლაპარაკებას, შეთანხმებას; საქმიანი ბიზნეს მიმოწერის წარმოებას, ნახევრად ფორმალური მეილების (semi-formal business style) წერას.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

მიმდინარეობს დაინტერესებულ პირთა მიღება რუსული ენის სხვადასხვა კურსზე!

Элементарный уровень:

ელემენტარული დონე განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, ვინც იწყებს ენის შესწავლას თავიდან. ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ მათ შეეძლებათ ურთიერთობა ენის მატარებლებთან ელემენტარულ-უბრალო საბაზისო სიტყვების გამოყენებით, საკომუნიკაციო სიტუაციაში. ელემენტარული კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეუძლია დაეუფლოს საბაზო დონეს.

სახელმძღვანელოები: Станислав Чернышов, Поехали (начальный курс); Дорога в Россию. Учебник русского языка. - В. Е. Антонова, М. М. Нахабина, А. А. Толстых ; Видео-аудио записи

ელემენტარული დონე მოიცავს ერთვიან კურს (80-100 საათი)

სწავლობენ: Имя существительное: Род, число, падежные формы; Глагол: время; Личные местоимения. 400-480 слов

** ლექციის რაოდენობა თვეში: კვირაში 2 ჯერ -1სთ. 30 წთ.
** ღირებულება თვეში: 70 ლარი ჯგუფში 3-4 მოსწავლე.
** ღირებულება თვეში: 90 ლარი ჯგუფში 2 მოსწავლე.
** ინდივიდუალურად: 150 ლარი

Базовый уровень:

ამ დონეზე კომუნიკაცია დაკავშირებულია საყოფაცხოვრებო, სოციალურ , კულტურულ და სასწავლო სფეროსთან. საბაზო კურსი გულისხმობს საკმარის და საჭირო დონეს რუსული ენის სწავლის გასაგრძელებლად.

სახელმძღვანელოები: Станислав Чернышов, Поехали (II курс); Станислав Чернышов, Алла Чернышова, Поехали (базовый курс);Дорога в Россию. Учебник русского языка. - В. Е. Антонова, М. М. Нахабина, А. А. Толстых - (Базовый уровень )Видео-аудио записи.

საბაზო დონე მოიცავს ორთვიან კურს (იმ შემთხვევაში თუ, ელემენტარული კურსი შესწავლილია) 160-180 საათი. ისწავლება: Все части речи. 1500 слов.

ლექციის რაოდენობა თვეში: კვირაში 2 ჯერ -1სთ. 30 წთ.
ღირებულება თვეში: 70 ლარი ჯგუფში 3-4 მოსწავლე.
ღირებულება თვეში: 90 ლარი ჯგუფში 2 მოსწავლე.
ინდივიდუალურად: 150 ლარი

Бизнес курс русского языка:

ბიზნეს რუსულის შესწავლა მოიცავს: გრამატიკას, ბიზნეს ლექსიკას, ბიზნეს თემების დამუშავებას, დისკუსიას თემების ირგვლივ, სტატიების გარჩევას, ვიდეო ჩანაწერების გამოყენებას. ამ კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება საქმიანი წერილების მომზადება, სატელეფონო ურთიერთობები ბიზნეს პარტნიორებთან და წარმატებით მოღვაწეობა.

ბიზნეს რუსული მოიცავს ორთვიან კურსს.

ლექციის რაოდენობა თვეში: კვირაში 2 ჯერ -1სთ. 30 წთ.
ღირებულება თვეში: 120 ლარი ჯგუფში 2-4 მოსწავლე.
ინდივიდუალურად: 180 ლარი

აგრეთვე შესაძლებელია რუსული ენა ვასწავლოთ ინგლისურ ენოვან დაინტერესებულ პირებს!

თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ გამოგზავნოთ ფორმა რეგისტრაციისათვის ჩვენი ვებ გვერდიდან: http://www.vipintellect.ge

მის: პეკინის 28 მე-6 სართ.
237-19-39; 593 61 82 12; 551 196110;
e-mail: ninovipicg@gmail.com
http://www.vipintellect.ge
https://www.facebook.com/vipintellectgroup



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru