www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსი - პრაქტიკული ბუღალტერია, საგადასახადო კანონმდებლობა
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"VIP Intellect Group" გთავაზობთ პრაქტიკული ბუღალტერიის და საგადასახადო კანონმდებლობის შემსწავლელ კურსებს!

ჩვენი კომპანია წარმოადგენს მრავალწლიან გამოცდილების მქონე, პრაქტიკოსი სპეციალისტების და ტრენერებისგან შემდგარ გუნდს, ჩვენს მიერ, წლების მანძილზე მომზადებული მსმენელები, აქტიურად აგრძელებენ მუშაობას დამოუკიდებელ ბუღალტრებად, ფინანსისტებად და მენეჯერებად!

გაითვალისწინეთ, ჩვენთან შესაძლებელია ბუღალტერიის მომზადება ინგლისურ ენაზეც, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მცირე ჯგუფებში.

გთავაზობთ ტრეინინგ კურსებს ბუღალტერიაში!

** პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლა
** კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების შესწავლა (Oris, Superfin, Info, 1C)
** სტაჟირება "AMG"- ბუღალტრულ კომპანიაში.
** პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლა

მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, როგორც დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის.

კურსის აღწერა:

ტრენინგ პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანასური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანასური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანასურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოთ.

სწავლების მეთოდი:

ლექციები, ინტერაქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლობაში ჩატარდება ორი შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.

შედეგი:

პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.

დამატებითი ბენეფიტები და უპირატესობები:

კურსს უძღვებიან - გამოცდილი პროფესიონალი სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტრები, მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები.

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა - 24 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა -1.30
დილის და დღის საათებში კურსის ღირებულება ჯგუფში - 260 ლარი
საღამოს ჯგუფებში კურსის ღირებულება: 300 ლარი

კურსის ღირებულება - ორ კაციან ჯგუფში 500 ლარი
კურსის ხანგრძლივობა - 22 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა -1.30 წთ

მეცადინეობა ჩატარდება - დილის, დღის და საღამოს ჯგუფებში.

კომპიუტერული ბუღალტერია:

ორისი - 8 ლექცია-ინდივიდუალურად - 150 ლარი
2 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 100 ლარი

სუპერფინი - 8 ლექცია-ინდივიდუალურად - 150 ლარი
2 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 100 ლარი

ინფო - 6 ლექცია-ინდივიდუალურად - 150 ლარი
2 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 100 ლარი

1C -ბუღალტერია:

2-3 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 200 ლარი
ინდივიდუალურად - 6 საათი- 300 ლარი

www.rs.ge- სთან მუშაობის შესწავლა ინდივიდუალურად: 1 ლექცია -30 ლარი.

სტაჟირება:

"VIP Intellect Group"-ის საბუღალტრო აღრიცხვისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან შპს "AMG"-ის გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტრებთან.

სტაჟირების დასრულების შემდეგ მოგეცემათ რეკომენდაცია როგორც ჩვენი სასწავლო ცენტრისგან, ასევე კომპანია "AMG"-ისგან.

ეს იქნება რეალური პრაქტიკა, რომ შემდგომაც კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად აწარმოოს საბუღალტრო საქმიანობა სხვადასხვა სფეროში!

სტაჟირებისას პრაქტიკანტს რეალურად ექნება შეხება:

1. მოქმედი, სხვადასხვა ორგანიზაციების რეალური დოკუმენტების დამუშავებასთან
2. კომპიუტერული პროგრამა ორისის პრაქტიკულად გამოყენება - რეალურ საბუთებზე დაყრდნობით
3. www.rs.ge-სთან მუშაობა
4. ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა
5. სრული საბუღალტრო დოკუმენტაციების დამუშავება ერთ საოპერაციო პერიოდში.

პრაქტიკის ხანგრძლივობა: ერთად ერთი თვე
დღეში არანაკლებ 2 საათისა:
ღირებულება ინდივიდუალურად: 300 ლარი
ორ კაციან ჯგუფში: 250 ლარი

გაითვალისწინეთ: თქვენ პრაქტიკულ ბუღალტრულ საქმიანობას შეგასწავლიან ისეთი დონის ბუღალტრები, რომელთაც აქვთ დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება წარმოების, ვაჭრობის და მომსახურების სფეროს ყველანაირ ორგანიზაციაში!

გთავაზობთ ტრეინინგ კურსს - "საგადასახადო კანონმდებლობაში" (თეორიული და პრაქტიკული კურსი).

კურსის მიზანი: კურსის შესწავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ ცოდნას საგადასახადო კანონმდებლობაში და შესძლებენ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

სამიზნე აუდიტორია: კურსი განკუთვნილია მოქმედი ბუღალტრებისათვის, ფინანსური მენეჯერებისათვის, საგადასახადო სპეციალისტებისათვის, აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული პირებისათვის.

კურსის თემატიკა:

** საქართველოს საგადასახადო სისტემა, ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია; გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა;
** საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ანგარიშგება;
** საშემოსავლო და მოგების გადასახადი;
** მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;
** მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;
** დამატებული ღირებულების გადასახადი;
** აქციზი;
** იმპორტის გადასახადი, ადგილობრივი გადასახადი;
** საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა;
** საგადასახადო დავა;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება გადასახადების ადმინისტრირების შესახებ და სხვადასხვა მეთოდური მითითებები;
** პრაქტიკული ქეისების ანალიზი.

კურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი:

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

** სააღრიცხვო სისტემის ახალ რეგულაციაზე მორგებას;
** ახალი საკანონმდებლო ნორმების სწორ ინტერპრეტაციას;
** ესტონური მოდელის შედეგად პოზიტიური ცვლილებების სწორად გამოყენებას;
** პოტენციურად სარისკო საკითხების იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას;

კურსი მოიცავს: 12 ლექციას;
ლექციები ჩატარდება: კვირაში 2-ჯერ-2 სთ
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 5-6 მსმენელი
კურსის ღირებულება ჯგუფში შეადგენს: 400 ლარს

კურსს უძღვება ტრენერი: დავით მამრიკიშვილი http://www.linkedin.com/in/davidmamrikishvili

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებს და მხოლოდ თქვენი კადრებისთვის ჩატარდება სასწავლო კურსი!

მის: პეკინის ქ. #28, მე-6 სართ
ტელ: 2378111; 593618212; 551196110;
e-mail: ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/vipintellectgroup/
http://vipintellect.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru