www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: USAID ZRDA Activity
თანდართული ფაილი: zrda-grants.zip
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 18 აპრილი

პროექტი Zrda აცხადებს საგრანტო კონკურსს #001-1008-001(00)-S-2017 სამეწარმეო სფეროში ახმეტის მუნიციპალიტეტის თემებში (დუისი, ზემო ხალაწანი, ჯოყოლო, საკობიანო). საგრანტო კონკურსის მიზანია არსებულ მეწარმეებს ხელი შეუწყოს საქმიანობის გაფართოებაში/ხარისხის გაუმჯობესებაში, ხოლო დამწყებ მეწარმეებს არსებული ბიზნეს იდეის განხორციელებაში.

აღნიშნული საგრანტო კონკურსის განაცხადის ფორმები იხილეთ დანართით, ან მიიღეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახმეტის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის შემდეგ მისამართზე: ქ. ახმეტა ჩოლოყაშვილის ქუჩა # 49, პირველი სართული (ახმეტის გამგეობის შენობა) და სამიზნე თემების ადმინისტრაციულ ერთეულში.

საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 30 მარტს 13:00 სთ-ზე სოფ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 18 აპრილი (16:00 საათი) ელექტრონულად subawards@zrda.ge ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახმეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითეთ შემდეგი ნომერი: 001-1008-001(00)-S-2017



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru