www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის ინტენსიური ინოვაციური კურსი - Express English
მომწოდებელი: Cambridge Study
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

გაიუმჯობესე ინგლისური ენის ცოდნა, ბრიტანელი და ამერიკელი მასწავლებლების დახმარებით 2 თვეში. 

საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო "Cambridge Study" გთავაზობთ ინგლისური ენის ინტენსიურ ინოვაციურ კურსს "Express English"

კურსი გათვლილია მათთვის, ვისაც ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა აქვს, თუმცა თავისუფლად ვერ საუბრობს და უმოკლეს დროში უნდა ადვილად შეძლოს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე. 

კურსის ფილოსოფია ითვალისწინებს, რომ ენა უნდა ილაპარაკო, რომ ისწავლო. შესაბამისად, პროფესიონალი ტრენერები, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენაა, ჯგუფის წევრებს თავისუფლად აალაპარაკებენ ინგლისურად თავისუფალ თემებზე თავისუფალ გარემოში. 

კურსს წარუძღვებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე ამერიკელი და ბრიტანელი ტრენერები. 

კურსის დაწყების თარიღი: 3 აპრილი, 2017 წ.
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე. 
ლექციები გაიმართება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 7სთ-დან 9სთ-მდე.
ადგილი: კალისტრატე ქუთათელაძის 3. 

კურსის სრული ღირებულება: 335 ლარი. გადახდა წარმოებს ორ ეტაპად. 
სტუდენტებისთვის მოქმედებს 20% ფასდაკლება.
კურსზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 50 ლარს, რომელიც მომავალში აკლდება კურსის საერთო ღირებულებას.

კურსის დასრულებისას სტუდენტებს გადაეცემათ "Cambridge Study"-ის საერთაშორისო სერტიფიკატი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მობილური: 595 141620
ელფოსტა: dkbilashvili@cambridgestudy.com 
ვებ-გვერდი: http://www.cambridgestudy.com/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru