www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესიული პროგრამა - Certified Marketing Manager
მომწოდებელი: თავისუფალი უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს მსმენელთა მიღებას პროფესიულ პროგრამაზე CMM (Certified Marketing Manager).

სწავლა იწყება 2017 წლის აპრილში.

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის CMM მიზანია მსმენელმა საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები შეიძინოს, რათა მან შეძლოს გახდეს კვალიფიციური სპეციალისტი მარკეტინგში. CMM პროგრამის განმავლობაში მსმენელები იმუშავებენ პრაქტიკულ ამოცანებსა და პროექტებზე, რაც მსმენელს პროფესიული საქმიანობისას რეალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან მარკეტინგის ძირითად საგნებს და იმუშავებენ სხვადასხვა პრაქტიკულ პროექტებზე. პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს კომპანიის მარკეტინგის დაგეგმვასა და წარმართვას.

პროგრამა განკუთვნილია:

** მოქმედი მარკეტერებისთვის
** სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია მარკეტინგის სფეროში.

პროგრამა დაგეხმარებათ:

** ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეძენაში
** კვალიფიკაციის ამაღლებაში
** დასაქმებასა ან/და კარიერულ წინსვლაში

საგნები:

** მარკეტინგის საფუძვლები
** ეფექტური პრეზენტაცია
** ბრენდინგი
** მარკეტინგული კვლევა
** გაყიდვების მენეჯმენტი
** ინტეგრირებული კომუნიკაციები (IMC)
** რეკლამა
** საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი)
** პრომოუშენი
** ინტერნეტ - მარკეტინგი
** მარკეტინგის განყოფილება პრაქტიკაში

პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 14 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ.

ლექციის ხანგრძლივობა:

ორი სამუშაო დღე 19:00 - 21:15
შაბათი -10:00 - 16:00
დეტალურ ცხრილს მსმენელები მიიღებენ პროგრამის დაწყების წინ.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

** თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
** პრაქტიკული პროექტების მომზადება და წარდგენა

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს - CMM (Certified Marketing Manager).

პროგრამის ღირებულება: პროფესიული პროგრამის CMM სწავლის საფასური 2500 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: http://freeuni.edu.ge/node/715

მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეა ხინჩაგაშვილი
მობ: 579 494848
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
Facebook: http://www.facebook.com/FreeUniProf.Programs



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru