www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - ბაკურიანი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

კომპანია "ნიკორა," 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 17 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი თორმეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმაზე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.
კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

კომპანია "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ბაკურიანში:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონიორების უზრუნველყოფა.
** პროდუქციის სწორად შეკვეთა და განსაზღვრული ასორტიმენტის მიხედვით მარაგების დაგეგმვა;
** ბრენდების, კატეგორიებისა და პოზიციების მიხედვით ინვენტარიზაციის ჩატარება;
** მაღაზიის პერსონალისთვის სამუშაოს გადანაწილება და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის ან/და მარკეტინგის მიმართულებით
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია სერტიფიკატები შემდეგ ტრენინგებში: ლიდერობა, გუნდის მართვა, დროის მართვა, კომუნიკაცია, სტრესის მართვა, კონფლიქტების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პერსონალის მართვის და კონტროლის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ლიდერის უნარ-ჩვევები
** სტრესულ სიტუაციში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ, 2017 წლის 15 აპრილამდე გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე eka.shengelia@nikora.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru