www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელური ტექნოლოგიების პედაგოგი - 2
მომწოდებელი: IT აკადემია STEP
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

"IT Academy STEP" ერთ-ერთი უმსხვილესი სასწავლო დაწესებულებაა მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც სპეციალიზდება პროფესიული კომპიუტერული განათლების სფეროში. 17 წლიანი არსებობის მანძილზე, აკადემია მოიცავს 16 ქვეყანაში განთავსებულ 44 ფილიალს. კომპანიის მთავარი მიზანია, მისცეს მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობა, ხოლო თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო, რომელიც მიმართულია პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე.

"IT Academy STEP" აცხადებს ვაკანსიას ქსელური ტექნოლოგიების პედაგოგის პოზიციაზე, 18-დან 55 წლამდე ასაკის სასწავლო ჯგუფში.

სამუშაო ადგილი : ქალაქი თბილისი.

პედაგოგს მოეთხოვება სიღრმისეულად ფლობდეს შემდეგ თემატიკებს:

** CCNA Exploration
** სტანდარტი CKC, СКС OK-net: ISO, TIA, EIA, CENELEC, СКС TIA/EIA-569A...
** СКС OK-net კაბელ-გაყვანილობა, თითოეული მათგანის ვარიაციები: UTP, FTP S-FTP, S-STP, X/YTP…
** СКС OK-net-ის გასამართად საჭირო კომუტატორები და ა.შ: M8C-5eA/B, KJ7-CE-US, KJ15-C6 ... არაეკრანირებული მოდულები, კაბელები, ჩამრთველების ყუთები...
** სტანდარტი ISO/IEC11801:2002 და TIA/EIA568B, Permanent Link და Channel-ის ელექტრონულ პარამეტრებზე
** СКС OK-net-ის ინსტალაცია და პროექტირება.

პიროვნული თვისებები:

** ცოდნის კარგად გადმოცემის უნარი.
** გამართული მეტყველება.
** პუნქტუალურობა.
** კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** ტექნიკური რუსული/ინგლისური ენის ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ СV/რეზიუმე ელ-მისამართზე: khunashvili@itstep.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru