www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტ-გამყიდველი - ოზურგეთი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

ს.ს. "ნიკორა"ს შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ოზურგეთში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტაცია
** მაღაზიის მოწესრიგება
** პროდუქციის კონტროლი
** მაღაზიის მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა
** მაღაზიის აღწერაში მონაწილეობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე nlolua@nikoratrade.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

1. ანკეტების გადარჩევა;
2. ტესტირება;
3. გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru