www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის კურსი
მომწოდებელი: NB აკადემია
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

ტრენინგ ცენტრი NB გთავაზობთ ინგლისური ენის სწრაფად შემსწავლელ კურსებს.

მათთვის ვისაც სურს სასაუბრო უცხო ენის შესწავლა სწრაფად და ხარისხიანად, ჩვენ გთავაზობთ სწავლების ყველაზე ეფექტური მეთოდების გამოყენებით, შეისწავლო სასაუბრო ინგლისური 3 თვეში.

დახვეწო შენი მეტყველება და გამართულად შეძლო საუბარი ყველა საჭირო და აუცილებელი თემატიკის ირგვლივ, ამისათვის შედგენილია პროგრამა რომელიც მოიცავს სწავლების შემდეგ მეთოდებს:

** PBL- პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება.
** ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, რაც გულისხმობს თეორიული მასალის პრაქტიკულ ინტერპრეტაციას.
** Cooperative - თანამშრომლობითი სწავლება.
** ანალიზის და სინთეზის მეთოდი.
** ე.წ. Listening - ი საშუალებას მოგცემთ, მოისმინოთ ჩანაწერები პირდაპირ უცხოური საიტებიდან, რომელიც დალაგებულია თემატურად და სირთულის მიხედვით.

სრული სამთვიანი კურსის ხანგრძლივობაა: 36 ლექცია.
მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ. 1 სთ.
ღირებულება: ჯგუფში (2-5 კაცი) 120 ლარი (1 თვე)
ინდივიდუალურად 150 ლარი (1 თვე).

კურსის ბოლოს თქვენ შეძლებთ, თავი გაართვათ გამართულ მეტყველებას ყველა საჭირო და აუცილებელ თემატიკაზე დაყრდნობით ნებისმიერ სიტუაციაში. კურსს უძღვება ეროვნული თავდაცვის აკადემიის ლექტორი ნათია ჟღენტი.

აბიტურიენტთა მომზადება ინგლისურ ენაში:

იმისათვის რომ გამოცდაზე გახვიდეთ თავდაჯერებული გთავაზობთ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეისწავლოთ:

** ტესტზე მუშაობის სპეციფიკა
** კითხვის სტრატეგიები
** გრამატიკა
** მოსმენის და წერის სპეციფიკა

ამ ყველა პუნქტს სწავლობთ სწრაფად და ხარისხიანად.

სწავლის ღირებულება: 2-3 კაციან ჯგუფში შეადგენს 110 ლარი. (კვირაში 3 გაკვეთილი)
ინდივიდუალურად: 150 ლარს.

Business English - ბიზნეს ინგლისური

** ბიზნეს ინგლისური ენის კურსი გათვალისწინებულია
** Beginner
** Pre-Intermediate
** Intermediate
** Upper Intermediate
** Advanced

დონის მსმენელებისათვის.

სწავლება მოიცავს შემდეგ ასპექტებს: პრეზენტაციის გაკეთება, კითხვებზე პასუხი, შეხვედრებზე აქტიურობა, სატელეფონო და ტელეკონფერენციის სტრატეგია. პოპულარული ბიზნეს საგაზეთო სტატიების კითხვა; ბიზნეს წერილების წერა. ასევე შეისწავლება ეკონომიკური, საბანკო, სამედიცინო ტერმინოლოგია.

სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

** თითოეული დონის ხანგრძლივობა განისაზღვრება ორი თვით. (კვირაში ორი გაკვეთილი)
** სწავლის ყოველთვიური ღირებულება: 2-3 კაციან ჯგუფში შეადგენს 150 ლარს. ინდივიდუალურად 200 ლარს.
** IELTS- გამოცდის მოსამზადებელი კურსი
** IELTS (ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა) არის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ინგლისური ენის ტესტი. IELTS აღიარებულია 9,000-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს 140 ქვეყანაში, როგორიცაა სამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები, დამსაქმებლები. IELTS აღიარებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საემიგრაციოდ. (ვინც აპირებს დასაქმებას ევროპასა და კანადაში)

პროგრამა მოიცავს:

** Listening skill
** Speaking skill
** Reading skill
** Writing skill

სწავლის ღირებულება: 2-3 კაციან ჯგუფში შეადგენს 150 ლარს. (კვირაში ორი გაკვეთილი)
ინდივიდუალურად: 180 ლარს.
ხანგრძლივობა: სწავლის ვადა დამოკიდებულია მსმენელის ცოდნის დონეზე.

მისამართი: თბილისი. თავისუფლების მოედანი, სულხან საბას ქ 1/5 ეროვნული ბანკის გვერდით.
ტელეფონები: 272- 87 -87; 593 73 70 43;
ელფოსტა: birchadze12@gmail.com
ვებ- გვერდი: http://www.nbacademy.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru