www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

კომპანია "გორგია" დაარსდა 1998 წელს და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
2017 წელს იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.

თბილისის ფილიალში ცხადდება ვაკანსია გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობა:

** სარეკლამო მასალების დიზაინის აწყობა
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა

მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** Illustrator, Correl, Photoshop, Indesign პროგრამების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ მონაცემები და ატვირთოთ თქვენი პორტფოლიო მითითებულ მისამართზე: vacancy@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru