www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მედიაკომუნიკაციის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს მიღებას მედიაკომუნიკაციის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.

პროგრამის სამუშაო ენა არის ქართული.

რატომ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?

თანამედროვე პროგრამა: პროგრამა აგებულია დასავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით და ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების ფორმირებაზე. პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს გამოყენებადი ცოდნა და შეუქმნას წარმატებული პროფესიული კარიერისათვის ხელსაყრელი სასტარტო პირობები. კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებია როგორც საჯარო, ისე კერძო და სამეცნიერო-კვლევითი სექტორი. კერძოდ, მედიაკომუნიკაციის სოციოლოგიის მაგისტრს შეუძლია დასაქმდეს განათლების, პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების სფეროში, მარკეტინგისა და პიარ-კომპანიებში, სარეკლამო სააგენტოებში, მედიაბიზნესში, სოციოლოგიური და ანალიტიკური კვლევის ცენტრებში.

რას შეისწავლით: მედიაკომუნიკაციის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია თანამედროვე რეალობის შემსწავლელი ახალი თაობის მეცნიერთა მომზადება, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე შეძლებენ კომუნიკაციის თანამედროვე ფორმების როლისა და გავლენის გააზრებას დღევანდელი საზოგადოების და კულტურის ახალი ფორმების ჩამოყალიბების პროცესზე. გაეცნობიან თუ რა გვალენას ახდენს მედია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე საქართველოში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტს გამოუმუშავდება კვალიფიციური სოციოლოგიური კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები, შეეძლება არსებული რეალობის სიღრმისეული ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი: თქვენ გასწავლიან დარგის პროფესიონალები, მეცნიერები, მკვლევარები, ანალიტიკოსები, რომლებსაც მოცემულ სფეროში ღრმა თეორიული ცოდნა და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ.

მოქნილი სტრუქტურა: პროგრამის სტრუქტურა და საგნების სემესტრული განაწილება მაქსიმალურად არის მორგებული სტუდენტის ინტერესს. თითეული საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს ლექციებს სამუშაო საათების შემდეგ დაესწრონ.

მისაღები ფასი: ერთი კრედიტის ღირებულებაა 82.5 ლარი, პროგრამის მთლიანი ღირებულება - 9 900 ლარი. ამასთანავე სახელმწიფო გაძლევთ შესაძლებლობას საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დაგროვილი ქულების საფუძველზე მოიპოვოთ გრანტი. ამ შემთხვევაში გრანტის რაოდენობა აკლდება სწავლის საფასურს.

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

მოქნილი გადახდის სისტემა: სტუდენტები იხდიან მხოლოდ მოცემულ სემესტრში დარეგისტრირებული საგნების საფასურს.
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

პროგრამაზე მიღების წესები:

** საერთო სამაგისტრო გამოცდა;
** ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება

საჭირო საბუთები:

** შევსებული on-line აპლიკაცია (მასთან ერთად სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაზე სწავლა და როგორ დაგეხმარებათ იგი პროფესიულ ზრდაში, CV და ფოტოსურათი);
** ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ;
** უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
** უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილი;
** სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის).

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://cu.edu.ge
საკონტაქტო პირი: დავით ნატროშვილი 2377 777 (შიდა 178)
dnatroshvili@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru