www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა - თელავი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორა"ს ფილიალი შპს "ნიკორა კახეთი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე თელავში:

1. კონსულტანტი

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა

2. მოლარე

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** მათემატიკური უნარ-ჩვევები

3. საწყობის თანამშრომელი

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** არითმეტიკული ოპერირების უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება
** საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი
** მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციით მაღაზიის დარბაზის მომარაგება

4. დამლაგებელი

ძირითადი მოთხოვნები: საშუალო განათლება სასურველია

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 5 აპრილამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - d.napireli@nikora.ge და გთხოვთ, ვაკანტური პოზიციის დასახელება მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის სათაურში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru