www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დირექტორი
მომწოდებელი: ენსისი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სფეროში მოღვაწე კომპანია - NCC აცხადებს კონკურსს ტექნიკური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

მიზანი: საქართველოს ფარგლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების (გზები, ხიდები, პარკები) საინჟინრო ხელმძღვანელობა.

ამოცანა:

** ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების - კონკურსის/ტენდერის ეტაპზე წარმოდგენილი ტექნიკური დავალების თვისობრივი შეფასება
** ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისი სამუშაოთა წარმოების მოცულობის და გეგმა გრაფიკის შემუშავება
** საპროექტო გუნდთან ერთად, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის / პროექტების ტექნიკური გადაწყვეტილებების და ხარჯეფექტურობის ოპტიმიზაცია
** საჭიროებისამებრ, საპროექტო გუნდთან ერთად, დამკვეთის მიერ მოწოდებული "მშრალი არქიტექტურული კონცეფციიდან" მოკლე დროში, საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის / პროექტების მომზადება
** დაკვეთებთან აქტიური კომუნიკაცია, საჭიროებისამებრ, ტექნიკური დოკუმენტაციის / პროექტების ცვლილებების არგუმენტაცია / შეთანხმება
** დამკვეთის ამოცანების შესაძლო ცვლილების შესაბამისად, ტექნიკურ დოკუმენტაციაში / პროექტში და სამშენებლო სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკში შესაბამისი ცვლილებებს შეტანა, სამშენებლო დირექტორის გუნდთან გაზიარება და სამუშაო მოედანზე - დავალებამდე დაყვანის მაქსიმალური ხელშეწყობა
** კომპანიის ზედამხედველების საშუალებით, სამშენებლო სამუშაოების შესრულების აღრიცხვა, გეგმა გრაფიკის შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების მოცულობების და ვადების შესრულების კონტროლი
** დამკვეთის მიერ დადგენილი სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** სამშენებლო წარმოების დირექტორის გუნდთან ერთად, პროექტის დროში და მოცემული სტანდარტებით შესრულების სოლიდარული პასუხისმგებლობა

მოთხოვნები:

** განათლება: საუნივერსიტეტო განათლება/ბაკალავრის ხარისხი სავალდებულოა, მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება დიდ უპირატესობას - ინჟინერია, არქიტექტურა
** მნიშვნელოვანია ავტოკადის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა და აღნიშნულ სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების/ცვლილებების შესაძლებლობა.
** სასურველია MS საოფისე პროგრამების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა და აღნიშნულ სისტემაში ინტენსიური მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ ჩვევები:

** თვით მოტივაციის მაღალი დონე
** კომუნიკაბელურობა - სხვა და სხვა ასაკის, განათლების, სოციალური წრის, ეროვნების გუნდის წევრებთან - ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობა
** სირთულეებში შესაძლებლობების აღმოჩენის სურვილი - ე.წ. "I can do it approach"

გამოცდილება:

სამშენებლო სექტორში - საშუალო ზომის პროექტებს მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება აუცილებელია.

ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@ensisi.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ თანამდებობა, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |