www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

შპს "კომპანია ორბიტა", რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.

შპს "კომპანია ორბიტა" არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: Eti, Morozova, Tamek, Malbi, Maestro De Oliva, Iberica, Gemo, Progam, Naturella, Viva, Italfood, NMGK, Tadim.

შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური ბაზრის ანალიზი და საჭიროებების განსაზღვრა;
** სავაჭრო წერტილებზე წარმოდგენილი მარკეტინგული მოწყობილობების ეფექტური გამოყენებისათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის პროექტების მომზადება;
** კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** საპრეზენტაციო მასალების, სოციალური მედიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
** მომხმარებლების ქცევის, განწყობის ანალიზი და მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად მორგება;
** სარეკლამო აქტივობების განხორციელება და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომი ანალიზი;
** მომსახურებაზე სხვადასხვა ტიპის კვლევების ჩატარება;
** კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** გამოფენებისთვის ან სხვა ღონისძიებებისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და მათ პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
** PR აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** მარკეტინგის სამსახურის ბიუჯეტის განსაზღვრა;
** სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@orbita.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა"-მ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა"-ს ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |