www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გენერალური დირექტორის თანაშემწე უსაფრთხოების მიმართულებით
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მიმართულებით გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** გენერალური დირექტორის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა;
** კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** დაგეგმილ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მონაწილეობის მიღება;
** გენერალური დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
** გენერალური დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და გაცემული დავალებების შესრულების შემოწმება და შემოწმების შედეგების შესახებ დირექტორის ინფორმირება;
** ფიზიკური დაცვისა და ტექნიკური სამსახურების საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
** ცოცხალი ძალით დაცულ ობიექტებზე მცველების მუშაობის მონიტორინგი;
** ცოცხალი ძალით დაცვის სტანდარტის ფორმირებაში და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ძალოვან სტრუქტურაში ან უსაფრთხოების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ოფიცრის წოდება;
** ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები: ასაკი: 35-45.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარები;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 სთ, შაბათს 10:00 - 14:00 სთ.
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |