www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: გალონი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

შპს "გალონი" აცხადებს აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: იუმაშევის ქ. 13ე, ისანი-სამგორის რაიონი, თბილისი, 0151

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული პოლიტიკის/პროცედურების შექმნა და იმპლემენტაცია;
** ორგანიზაციის ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვა/დაარქივება;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ბუღალტრული გატარებების შესრულება და საბუღალტრო ბაზაში დროული დაფიქსირების უზრუნველყოფა;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, თანხების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების განხორციელება შიდა რეგულაციების შესაბამისად;
** ფინანსური უწყისების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პრაქტიკული ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული.

სახელფასო ფონდი: საწყისი სახელფასო ფონდი ხელზე ასაღები 1500 ლარი, თუმცა კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე შესაძლებელია სახელფასო ფონდის გაზრდა.

კომპანიაში ფუნქციონირებს ბენეფიტების სისტემა, რომელიც გავრცელდება აღნიშნულ პოზიციაზეც.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr.gallon@gmail.com და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |