www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ფლორისტა
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

ყვავილების ონლაინ მაღაზია "ფლორისტა" ეძებს ონლაინ მაღაზიის მენეჯერს.

თუ გიყვარს ყვავილები, ხარ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და აკმაყოფილებ ქვემოთ მოცემულ წინაპირობებს, შემოგვიერთდი!

რატომ ჩვენ?

** იმუშავებ სასიამოვნო გარემოში და აჩუქებ სხვას სიხარულს, რასაც მომხმარებლები აუცილებლად დადებითი ემოციებით დაგიბრუნებენ
** მიიღებ წერითი და ზეპირი კომუნიკაციის გამოცდილებას
** დახვეწ სწრაფი რეაგირების და ორგანიზების უნარებს
** გაიზრდი თავდაჯერებულობას
** შეიძენ სოციალურ ქსელებთან ბიზნესის კუთხით მუშაობის გამოცდილებას

კანდიდატის აუცილებელი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის შეგრძნება
** კომუნიკაბელურობა
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე

კანდიდატის მოვალეობები:

** კომუნიკაცია მომხმარებლებთან ონლაინ, ქართულ/ინგლისურ ენებზე სხვადასხვა არხებით (ტელეფონი, სოციალური ქსელები და სხვ.)
** შეკვეთების მიღება და გაფორმება
** შეკვეთების დროულად მომზადებისა და მიტანის მონიტორინგი - კომუნიკაცია ფლორისტებთან და კურიერებთან
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, პროცესების მენეჯმენტისა და ბრენდის განვითარების კუთხით

სამუშაო დეტალები და ანაზღაურება:

** სამუშაო ადგილი: ყვავილების მაღაზია (არა დისტანციური)
** სამუშაო გრაფიკი: შესაძლებელია დღის ან საღამოს ცვლის შერჩევა: (09:00-16:30; 16:30-00:00); ღამის ცვლის მენეჯერებს ტაქსით სახლში დაბრუნებას კომპანია დაუფინანსებს
** ანაზღაურება: ცვლაზე 25 ლარი (ხელზე ასაღები)

განვიხილავთ როგორც სტუდენტების, ისე კურსდამთავრებულების კანდიდატურებს.

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთეთ თქვენი CV ბმულზე: https://forms.gle/9WMMR7XzAhFnCGEk6



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |