www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ესენი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

კომპანია "ესენი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ესენი"-ს სურსათის განყოფილება პოზიციონირებს, თანამედროვე მეთოდით დამზადებულ პრემიუმ ხარისხის, ხორც პროდუქტების ბაზარზე, პროდუქტი განკუთვნილია საშაურმე, სარესტორნე და საცალო სავაჭრო ობიექტებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშაურმის ან სწრაფი კვების ობიექტზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი, მართვის მოწმობის B კატეგორია;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთის მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** გაყიდვების სრული ციკლის მონიტორინგი, საბოლოო ანგარიშსწორებამდე;
** ​რეპორტინგი;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: eseni.geo@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, 5 ოქტომბრიდან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2020 წ.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |