www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოება;
** კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
** საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს-ის მართვის სფეროში, ფინანსები, აღრიცხვა, აუდიტის მიმართულებით
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების, Fina-ს ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი უნარები:

** პუნქტუალური, მოწესრიგებული, დისციპლინირებული;
** იდეების სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: თბილისი,

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr-1@chita.ge. "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |