www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მერჩენდაიზინგის პრინციპების დაცვით განთავსება დეკორაციების მოფიქრება ცვლილების დაგეგმვა და გადალაგების ორგანიზება;
** სააქციო ზონების დაგეგმარება, შესაბამისი დეკორაციებისა და სპეციალური განლაგებების მოწყობა;
** სეზონური განლაგებების, სიახლეების, გაყიდვების ანალიზის შესაბამისად განლაგებების ცვლილებების დაგეგმვა შეთანხმება და განხორციელება;
** სავაჭრო სივრცის შესაბამისი POS მასალებით, ბანერებით, ნავიგაციებით მოწყობის ორგანიზება;
** კატეგორიის მენეჯერებისგან/ჰიპერმარკეტის მენეჯერებისგან საქონლის განლაგებების, ასორტიმენტის დამატების, სტენდებზე ან სექციებში ცვლილებების შესახებ მოთხოვნების წინადადებების, ინიციატივების მიღება დამუშავება;
** მერჩენდაიზინგის პრინციპების გათვალისწინებით განლაგებების შესახებ სამუშაო ინსტრუქციების, პრეზენტაციების შემუშავება, ფილიალებისთვის მიწოდება და მისი შესრულების მონიტორინგი;
** ახალი ფილიალების დალაგების და გახსნის პროცესის ორგანიზება.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Power Point, Outlook);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი/კრეატიულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში:

გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |