www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასავლეთის განვითარების კოორდინატორი
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას დასავლეთის განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", "Liebherr" და "Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

ძირითადი მოვალეობები:

** დასავლეთ საქართველოს განყოფილებების მართვა;
** ორგანიზაციული განვითარების გეგმის შემუშავება და შემდგომი დანერგვის უზრუნველყოფა;
** არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების რეალიზაციის გასაზრდელად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მის დანერგვაზე ზრუნვა დასავლეთ საქართველოში;
** დასავლეთში არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტის გზებით;
** კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და გაყიდვების გუნდისთვის გეგმების გაცნობა, მის შესასრულებლად სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შედეგების შეფასება, თანამშრომლების მოტივირება, შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური სტრატეგიის შემუშავება;
** გარე გაყიდვების მენეჯერებთან კომუნიკაცია სამსახურის საერთო მიზნების შესახებ.
** დასავლეთ საქართველოში ახალი სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |