www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინის და სოციალური ქსელის მენეჯერი
მომწოდებელი: Heel
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

გერმანული ფარმაცევტული კომპანია "ჰეელ"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინის და სოციალური ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მაგალითად InDesign, Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** სასურველია Adobe Premiere, After Effects, Adobe Animate, 3DS Max, Corel Draw პროგრამების ცოდნა.
** სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობა:

** პროექტის და პროდუქციის მენეჯერთან ერთად სოციალური ქსელების ზედმიწევნით ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
** სოციალურ ქსელებში "ჰეელის" შესახებ პოსტების განთავსება;
** სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება;
** კითხვებზე წერილობითი პასუხების ოპერატიულად გაცემა;
** ფეისბუქზე "ჰეელის" მიმდინარე სარეკლამო კამპანიების მართვა/მონიტორინგი;
** მენეჯმენტთან ერთად კვირის გეგმების გავლა (სამუშაო შეხვედრაზე დასწრება, ინფორმაციის შეგროვება კვირის გეგმების შესამუშავებლად).
** ახალი იდეების გენერირება კომპანიის ცნობადობის გაზრდისთვის;
** კომპანიის ვებ-გვერდის მართვა
** მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის მომზადება;
** შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
** ილუსტრაციების შექმნა ხელით ან პროგრამების გამოყენებით;
** GIF-ების მომზადება;
** ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება სოციალური ქსელისთვის;
** ფოტოების დამუშავება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
** ბეჭდვითი და ციფრული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** გამართულად წერის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** ხელფასების ღირსეული დონე (ინდივიდუალურად განიხილება)
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე:
heelofficialgeorgia@gmail.com

დასახელებაში მიუთითეთ - "გრაფიკული დიზაინის და სოციალური ქსელის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |