www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის უმცროსი ინჟინერი
მომწოდებელი: გრინ პროჯექტი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ნოემბერი

კომპანია "გრინ პროჯექტი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მხარდაჭერის L1 დონის ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანია "გრინ პროჯექტი" დაარსდა 1998 წელს, ხარისხიან ქსელურ გადაწყვეტებზე იმ ზრდადი მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში გაჩნდა. მოკლე დროში "გრინ პროჯექტი" იქცა ქვეყნის მასშტაბით წამყვან სისტემურ ინტეგრატორად და ქსელური გადაწყვეტების მიმწოდებლად.

ძირითადი მოვალეობები: კომპიუტერული ქსელების ინსტალაცია, მონიტორინგი და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** LAN/WAN/SAN ტექნოლოგიების ცოდნა;
** Cisco/Juniper/HPE ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** მარშრუტიზაციისა და კომუტაციის ტექნოლოგიების ცოდნა: EIGRP, OSPF, BGP, MPLS, STP, RSTP, MSTP;
** SDN (Software Defined Networking) კონცეფციების ცოდნა;
** ქსელური უსაფრთხოების ტექნოლოგიების ცოდნა - Firewall, VPN, IPS;
** CCNA/CCNP სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
** IT ინფრასტრუქტურის (ქსელი, სერვერები, მონაცემთა სანახები) არქიტექტურის კონცეფციების ცოდნა;
** Windows და Linux ოპერაციული სისტემების ცოდნა ადმინისტრატორის დონეზე;
** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების ადვილად ათვისების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მკაფიო კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობას;
** პროფესიული IT ტრენინგების დაფინანსებას;
** ინდუსტრიული სერტიფიკატების დაფინანსებას;
** კონკურენტულ ხელფასს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@greennet.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |