www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Kreston Papiashvili
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 27 ნოემბერი

კომპანია "Kreston Papiashvili" არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე აუდიტორული კომპანიების ქსელის "Kreston International"-ის წევრი და წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 10 წელზე მეტია. ჩვენი კომპანია კლიენტებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს.

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
ვებ გვერდზე: https://kreston.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/KrestonGeorgia/
Linkdin : https://www.linkedin.com/company/kreston-papiashvili-consulting-group/

კომპანია "Kreston Papiashvili" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის გამოწერა;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება, სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** წლიური ქონების დეკლარაციების მომზადება, სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება, სისწორის უზრუნველყოფა და გაგზავნა;
** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
** აქტივების გამოყენების უფლებისა და საიჯარო ვალდებულებების აღრიცხვა სტანდარტების მიხედვით, და შესაბამისი ბალანსის მუხლების სისწორის კონტროლი;
** ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადება პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციებისა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის.
** მისადმი დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, პასუხისმგებლობების ეფექტიანი გადანაწილება და შესრულების ზედამხედველობა, მხარდაჭერა და კონტროლი კომპანიაში არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ACC-ის დასრულებული მოდულები ჩაითვლება უპირატესად;
** Excel-ის მაღალ ცოდნა აუცილებელია;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** მრავალფეროვან და საინტერესო სამუშაოს

პიროვნული თვისებები:

** კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდში მუშაობის უნარი
** ერთდროულად რამდენიმე საქმეზე მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის მენეჯმენტის უნარი
** გუნდის მართვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: Vacancyaccounting@kreston.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ "მთავარი ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |