www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრეზენტატორი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

ყავის ქარხანა "მეამა" თავის გუნდში იწვევს მოტივირებულ, მიზანდასახულ და აქტიურ ახალგაზრდებს კომპანიის ინოვიაციურ პროდუქტზე სამუშაოდ.

ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება და აინტერესებთ ახალ პროდუქტებთან მუშაობა.

კანდიდატის ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები იქნება:

** დაინტერესებული ადამიანებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქტის პრეზენტაცია;
** კონსულტაციის გაწევა კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებზე.

მოთხოვნები:

** მნიშნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** იყოს ორგანიზებული და აკურატული;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ბარისტად მუშაობის გამოცდილება და ყავის სასმელების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** გემრიელ და არომატულ ყავას
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისდ, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამომგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |