www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი ბლოგერებისთვის
მომწოდებელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი", სამოქალაქო კამპანია "ეს ქვეყანა შენიას" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის "ეს ქვეყანა შენია".

კონკურსის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა.

ნაშრომი (ესსე ან ვიდეო-ბლოგი) უნდა მოიცავდეს შემდეგი 3 მიმართულებიდან ერთ-ერთს მაინც:

** სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების (თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა და ა.შ.) დამკვიდრება;
** სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო) ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა;
** საქართველოს მოქალაქეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება.

საუკეთესო ნაშრომებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

I ადგილი: 2 000 ლარი
II ადგილი: 1 000 ლარი
III ადგილი: 700 ლარი.

ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს/ბლოგის ან ვიდეო ბლოგის გამოგზავნა.

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი კონკურსიდან.

საკონკურსო მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს 2020 წლის განმავლობაში;

ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად (გამოქვეყნების დამადასტურებელი ლინკის თანხლებით), შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.samsonidze@civilin.org. გამოგზავნისას ელფოსტის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ: "კონკურსი: ეს ქვეყანა შენია".

შეფასების კრიტერიუმები:

** შესაბამისობა კამპანიის მიზანთან;
** აქტუალობა - რამდენად მნიშვნელოვანია დასმული საკითხი;
** კრეატიულობა - რამდენად ინოვაციურია იდეა და რამდენად ორიგინალურად არის იგი წარმოდგენილი;
გავლენა - რამდენად არის ზეგავლენის მქონე, მამოტივირებელი, შთამაგონებელი და "აჰა" განცდის მომგვრელი საკონკურსო ნაშრომი;
** ბლოგებში პრიორიტეტულია სათქმელის გადმოცემა ამბის თხრობით, ფაქტებით და შედარებით ნაკლებად - მსჯელობით.

გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, შემდეგ მისამართზე: n.samsonidze@civilin.org

საკონტაქტო პირი: ნინო სამსონიძე, 577 693074.

კამპანია "ეს ქვეყანა შენია" ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

კამპანია მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:

** სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები;
** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა;
** სამოქალაქო აქტივიზმი.

ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე. სამოქალაქო კამპანია "ეს ქვეყანა შენია" მიმდინარებს "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება "კონრად ადენაუერის ფონდის" (KAS) მიერ, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან" (CSI), "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან" (CTC), "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან" (CSRDG) და "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან" (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და "კონრად ადენაუერის ფონდი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |