www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვებისა და დისტრიბუციის ქსელის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. "SmartPharm" იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტულ კომპანიაში, გაყიდვებისა და დისტრიბუციის ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი)
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდისა და სტიმულირებისათვის კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად ინიციატივების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** აფთიაქებისთვის გრძელვადიანი შეთავაზებებისა და გეგმების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
** მოკლევადიანი საპრომოციო აქციების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება გაყიდვების სტიმულირებისა და ზრდის მიზნით;
** კომპანიის სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** კომპანიის საოპერაციო განყოფილებასთან და დისტრიბუციის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიის განხორციელებისა და შესრულების მონიტორინგის უზრუნველსაყოფად;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და კომპანიის დირექტორთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფარმაცევტულ სადისტრიბუციო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** სტრატეგიული აზროვნება;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას.

კომპანია თანამშრომელს სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვებისა და დისტრიბუციის ქსელის განვითარების მენეჯერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |