www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

კომპანია "კანტი" აცხადებს საერთაშორისო გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას.

კომპანია "კანტი" დაარსდა 2005 წელს და მას შემდეგ ახდენს პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მაშტაბით. 2016 წლიდან, კომპანია არის ამიერკავკასიაში მსოფლიო ბრენდების Jim Beam, Courvoisier, Maker`s Mark და სხვა ათეულობით ბრენდის. ასევე კომპანია კანტი ფლობს საკუთარ ბრენდებს 16TH, Moonwalker და სხვა. დამატებითი ინფორმაცია კომპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: http://www.kanti.ge

საერთაშორისო გაყიდვების სპეციალისტის საქმიანობის აღწერა:

** არსებული კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა, კერძოდ შეკვეთების მიღება, დამუშავება, შეკვეთების განთავსება და მიწოდების უზრუნველყოფა.
** ახალი კლიენტების მოძიებისთვის საჭირო სტრატეგიის შემუშავება. სხვა და სხვა საინფორმაციო წყაროებიდან პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება.
** ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.
** ფასწარმოქმნის მართვა, კლიენტებისა და ბაზრების მიხედვით საფასო პოლიტიკის შემუშავება.
** იმპორტისა და ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
** საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო და სავალდებულო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
** გამოცდილება ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ექსპორტის მიმართულებით, როგორც წამყვან, ასევე დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.
** საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.
** უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური სავალდებულოა მაღალ დონეზე.

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება შეთანხმებით და საბონუსე სისტემა.
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაზისუბანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: a.shengelia@kanti.ge
გთხოვთ, მიუთითეთ ელექტრონული წერილის თემაში (Subject) ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |